Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის რეზიდენციასთან მისული აქციის მონაწილეები მის "წასვლას" ითხოვენ


მსვლელობამ, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაემართა, დანიშნულების ადგილს მიაღწია. აქციის მონაწილეებს იქ პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დახვდათ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პოლიციის კორდონი გაიხსნას და პარალელურად სკანდირებენ "მიშას", "საქართველოს" და "წადის".

მოქალაქეები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნება", დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ არა დარღვევები, "ქართული ოცნება" უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა.

პარტიების ნაწილმა დააანონსა, რომ არ შევა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში.

XS
SM
MD
LG