პარლამენტთან შეკრებილი აქცია იშლება, აქციის მონაწილეების ნაწილი და პოლიტიკოსები ახლა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან. მათ სურთ, გაუქმდეს გუშინ ჩატარებული არჩევნები და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.
მოქალაქეები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნება", დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ არა დარღვევები, "ქართული ოცნება" უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა.
პარტიების ნაწილმა დააანონსა, რომ არ შევა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში. დღეს გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ სამართალდამცავების მიერ დაყენებული ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. მისი მოხსნა დანაშაულია.