საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ოპოზიცია ლიდერობს.
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების ხმები ასე ნაწილდება:
- ენმ - ძალა ერთობაშია - 44,79%
- ქართული ოცნება - 29,05%
- გირჩი - 7,83%
- ევროპული საქართველო - 3,32%
- ლელო - 3,22%
- მოქალაქეები - 2,29%
- სტრატეგია აღმაშენებელი - 2,10%
- ლეიბორისტული პარტია - 1,17%
31 ოქტომბრის არჩევნებში, ოფიციალური, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 48.12% მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც ხმებს პარალელურად ითვლის. ორგანიზაციის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45,8% მიიღო.