Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა ოპოზიციამ


საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის ჩეხეთში, საქართველოს საელჩოს შენობაში გახსნილ 54-ე საარჩევნო უბანზე დასრულდა მიცემული ხმების დათვლა.
საბოლოო შემაჯამებელი ოქმის თანახმად ყველაზე მეტი, 34 ხმა, მიიღო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, 30 ხმით მეორე ადგილზე გავიდა „გირჩი“. მმართველმა ძალამ, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, მიიღო 29 ხმა, „ლელო-მამაუკა ხაზარაძემ“ – 11-ი.

საპარლამენტო არჩევნებისათვის ჩეხეთში რეგისტრირებული იყო 399 ამომრჩეველი. საუბნო საარჩევნო კომისიის ცნობით, 31 ოქტომბერს აქტიურობა იყო საკმაოდ მაღალი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა თითქმის ნახევარმა, 142-მა კაცმა.

ხმის მიცემა ჩეხეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე, ქვეყანაში კორონავირუსის გამო შემოღებული გამკაცრებული სანიტარული მოთხოვნების სრული დაცვით ჩატარდა.

XS
SM
MD
LG