Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო სათათბირომ პრეზიდენტს მისცა უფლება დაითხოვოს პრემიერ-მინისტრი კაბინეტის გადაყენების გარეშე


27 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო დუმამ საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ცვლის მთავრობის ფორმირების წესს. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილება, უფლებას აძლევს პრეზიდენტს, გადააყენოს პრემიერ-მინისტრი კაბინეტის გადაყენების გარეშე.

მთავრობის ფორმირების ახალი პროცედურის თანახმად, პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს და ფედერალურ მინისტრებს ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ.

თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგანგებო სიტუაციების, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს უშულოდ რუსეთის პრეზიდენტი ნიშნავს. მის დისკრეციულ უფლებას წარმოადგენს ასევე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა, ხოლო დანარჩენი მინისტრების კანდიდატურებს კი პრემიერ-მინისტრი წარადგენს.

ახალი დებულებით პრეზიდენტი ვალდებულია დაამტკიცოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატურები. თუმცა, შეუძლია, რომ მოგვიანებით თანამდებობიდან გადააყენოს ნებისმიერი მინისტრი.


ამას გარდა, რუსეთის პრეზიდენტს ენიჭება უფლება დაითხოვოს პრემიერ-მინისტრი ისე, რომ არ გადააყენოს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.
მანამდე პრემიერ-მინისტრის დათხოვა პრეზიდენტის მიერ ავტომატურად იწვევდა რუსეთის მთელი მთავრობის გადადგომას.

XS
SM
MD
LG