Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანვრის ბოლოდან საქართველოში ჩატარებულია 860 ათასზე მეტი PCR-ტესტი - გამყრელიძე


2020 წლის იანვრის ბოლოდან მოყოლებული, საქართველოში ახალი კორონავირუსის 860 418 PCR-ტესტი ჩატარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა 27 ოქტომბრის ბრიფინგზე.

გამყრელიძის თქმით, სექტემბერ-ოქტომბერში, საშუალოდ, თვეში 8-9 ათასი ტესტი PCR-ტარდება, რაც, მისივე თქმით, კარგი მაჩვენებელია:

„ამ მაჩვენებლით ევროკავშირის ქვეყნებში ვართ სადღაც შუა პოზიციებზე“, - აცხადებს ის.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში, ასევე, უკვე ჩატარდა ანტიგენზე დამყარებული 210 000 სწრაფი ტესტი და ანტისხეულებზე დამყარებული 226 000 ტესტი. საშუალოდ, თვეში საქართველოში 1 663 სწრაფი ტესტი კეთდება.

XS
SM
MD
LG