Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ესებუას მამა: თბილისშია, ხვალ ან ზეგ მოვა


ტარიელ ესებუა
ტარიელ ესებუა

ზუგდიდში, ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მისი შვილი თბილისშია და სახლში „ხვალ ან ზეგ“ დაბრუნდება.

ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ შვილს უკანასკნელად 21 ოქტომბერს, ხუთ საათზე ესაუბრა.

„ბევრი არაფერი გვილაპარაკია. თბილისში უნდა წასულიყო ექიმთან“, - ამბობს ის.

მამას არ სჯერა, რომ მისი შვილი დამნაშავეა: „თქვენ თვალს ხომ ხედავთ კარგად. არ ემთხვევა. ხმა ემთხვევა? არ ვიცი, არ ემთხვევა“. მისივე თქმით, ბადრი ესებუას იარაღი არ ჰქონია.

ჟურნალისტების კითხვაზე, ამოიღეს თუ არა სამართალდამცველებმა მათი სახლიდან რაიმე, ტარიელ ესებუა ამბობს, რომ არაფერი წაუღიათ.

ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული კაცი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე შეიჭრა და იქ მყოფი 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაასახელა სავარაუდო თავდამსხმელი: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა, რომელიც ჯერჯერობით დაკავებული არაა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG