Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერის მეუღლე, ანა აკოპიანი აცხადებს, რომ ომში მიდის


ანა აკოპიანი
ანა აკოპიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, 42 წლის ანა აკოპიანი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში ფრონტის ხაზზე წავა.

„ხვალიდან, 13 ქალისგან შემდგარი რაზმი, მათ შორის მე, დავიწყებთ სამხედრო სწავლებებს. რამდენიმე დღეში ჩვენი საზღვრების დასაცავად გავემგზავრებით. ჩვენს სამშობლოს და ღირსებას მტერს არ დავუთმობთ“, – დაწერა 26 ოქტომბერს აკოპიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ერთი თვეა, სომხები და აზერბაიჯანელები ომობენ მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გარშემო. არცახის არაღიარებული რესპუბლიკა და მის მომიჯნავე 7 რეგიონი საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის ნაწილია, თუმცა სომხების კონტროლის ქვეშაა 90-იანი წლების ომის შემდეგ.

27 სექტემბერს კონფლიქტის განახლების შემდეგ, მხარეებმა სამჯერ დადეს ზავი, 10, 18 და 26 ოქტომბერს, თუმცა ის ყოველ ჯერზე დაირღვა, რაშიც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ერთთვიანი ბრძოლების პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

XS
SM
MD
LG