Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევიდან 913 თბილისიდანაა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 913 თბილისიდანაა. მძიმე პაციენტია 401, მათგან 117 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:

  • აჭარა - 296;
  • იმერეთი - 337;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 90;
  • ქვემო ქართლი - 89;
  • მცხეთა-მთიანეთი - 30;
  • შიდა ქართლი - 54;
  • კახეთი - 13;
  • სამცხე-ჯავახეთი - 11;
  • რაჭა-ლეჩხუმი - 7;
  • გურია - 32.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 30 303 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 603 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 11 370. დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 14 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 215 ადამიანი.

XS
SM
MD
LG