გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედურიანგარიში, რომლის მიხედვით, პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამასა და შრომით ანაზღაურებაში სულ 22 973 913 ლარი დახარჯეს.
„ქართული-ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ“ სულ დახარჯა 10 612 565 ლარი. აქედან - 8 213 467 ლარი რეკლამაზე, ხოლო 39 888 ლარი შრომით ანაზღაურებაზე.
ოპოზიციური პარტიებიდან რეკლამაში ყველაზე მეტი - 1 864 982 ლარი დახარჯა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ჯამურად მისი ხარჯი 2 მლნ 230 ათას 757 ლარია, საიდანაც 9 ათას 523 ლარი პარტიამ შრომის ანაზღაურებაზე დახარჯა.
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ აღნიშნულ პერიოდში რეკლამაში დახარჯა 1 მლნ 793 ათას 441 ლარი, მისი ხარჯი სულ 2 მლნ 566 თას 897 ლარია, აქედან 242 ათას 942 ლარი შრომის ანაზღაურებისთვის გაწეული თანხაა.
რეკლამზე დახარჯული თანხის მხრივ მესამე ადგილს იკავებს „სტრატეგია აღმაშენებელი“. მისი სარეკლამო ხარჯი 1 მლნ 773 ათას 88 ლარია. ჯამურად ამ პარტიის ხარჯი 1 მლნ 856 ათას 467 ლარს შეადგენს, საიდანაც 3 ათას 824 ლარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის.
„ევროპულმა საქართველომ“ პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით რეკლამებისთვის 1 მლნ 634 ათას 575 ლარი გაიღო, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის 14 ათას 694 ლარი დახარჯა, რაც ჯამში 2 მლნ 8 ათას 235 ლარია.
„პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამაზე დახარჯული ხარჯი 953 ათას 478 ლარია. ჯამურად მისი ხარჯი 1 მლნ 242 ათას 466 ათას ლარს შეადგენს და აქედან 55 ათას 388 ლარი შრომითი ანაზღაურებისთვის გაღებული თანხაა.