საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 207 აჭარიდანაა. თბილისში მცირედით, 168-მდე შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი. 50 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, მათგან 7 აფხაზეთიდან არის, 1 ცხინვალიდან.
ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:
- თბილისი - 168;
- იმერეთი - 117;
- შიდა ქართლი - 25;
- ქვემო ქართლი - 7;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 24;
- გურია - 8;
- კახეთი - 5;
- მცხეთა-მთიანეთი - 5;
- სამცხე-ჯავახეთში - 3.
569 ახალი შემთხვევის დამატებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 12 841-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა და განკურნებულების რაოდენობა 6 867-ს გაუტოლდა.
ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილი 9 პაციენტით ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 102-მდე გაიზარდა.