საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 196 აჭარიდანაა. თბილისში მცირედით, 178-მდე შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი.
ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:
- თბილისი - 178;
- იმერეთი - 65;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 13;
- მცხეთა-მთიანეთი - 4;
- გურია - 1;
- ქვემო-ქართლი - 15;
- შიდა ქართლი - 6.
ქვეყანაში 5 734 აქტიური შემთხვევაა, მათგან 50 მართვით სუნთქვაზეა. მძიმე პაციენტებიდან 8 აფხაზეთიდან არის, 1 - ცხინვალიდან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 272 პირამდე გაიზარდა, მათგან 6 538 უკვე გამოჯანმრთელდა, 92 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში 5 734 აქტიური შემთხვევაა, მათგან 50 მართვით სუნთქვაზეა.