Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო საქართველოში არჩევნებს შეზღუდული მისიით დააკვირდება


ეუთომ 10 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში საარჩევნო მონიტორინგს შეზღუდული ფორმატით განახორციელებს. მიზეზი კორონავირუსის პანდემიით გამოწეული პრობლემებია - შეზღუდვები ფრენასა და მგზავრობასთან დაკავშირებით და მოკლევადიანი დამკვირვებლების სიმცირე. ამის მიუხედავად, მისიები სამივე ქვეყანაში გრძელვადიან მუშაობას განაგრძობენ და არჩევნების დღის შემდეგ წინასწარ შეფასებას გააკეთებენ.

შეცვლილი ფორმატის მიხედვით, არსებული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები (EOM), შეზღუდულ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებად (LEOM) გადაკეთდება, რომელიც ექსპერტების და გრძელვადიანი დამკვირვებლების ძირითადი გუნდისგან შედგება.

XS
SM
MD
LG