Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს პირი, რომელმაც ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა


თბილისში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 49 წლის კაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი 40 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებული მ.ბ-ს მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109- მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG