Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ კორძაია: მაქვს შეგრძნება, რომ საზოგადოებას აქვს დაკვეთა, იყო გმირი


თამარ კორძაია
თამარ კორძაია

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკაშია, აქვს შეგრძნება, რომ საზოგადოებას აქვს დაკვეთა, რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს გმირი, რომელიც უცებ იტყვის სიმართლეს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ რესპუბლიკური პარტიის „ენმ- ძალა ერთობაშიას“ ბლოკში გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიტიკოსის მიერ სიმართლის თქმა აუცილებლად ურთიერთობების გაწყვეტა არ არის:

„პოლიტიკოსის მოვალეობაა, რომ ამ სიმძიმეში კი არ გაწყვიტო ურთიერთობა, საერთო წერტილები იპოვო, რაც გაცილებით უფრო რთული მგონია ამ შემთხვევაში და ეს საერთო წერტილები ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, არის ის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ჩვენ გაგვიჩნდა შანსი, ანუ ჩვენი პარტიის მიზანთან, რომ საქართველო ოდესმე გახდეს ევროპული სტილის კოალიციური ხელისუფლებების შემქმნელი სახელმწიფო, ცოტა გვიკლია, ერთი ნაბიჯიღა გვიკლია ამ არჩევნებზე. თუმცა რა თქმა უნდა რისკებს ძალიან სერიოზულად ვხევავთ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ „დილის საუბრებში“.

15 სექტემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა საპარლამენტო ბლოკი, რომლის ერთ-ერთი სუბიექტი რესპუბლიკური პარტიაა. ბლოკში აღნიშნული ორი სუბიექტის გარდა ასევე გაერთიანდნენ „სახელმწიფო ხალხისათვის", "პროგრესი და თავისუფლება" და „ევროპელი დემოკრატები“. მათ საერთო საარჩევნო სია აქვთ, ჰყავთ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები და პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი. თამარ კორძაია ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" საარჩევნო სიის მე-19 ნომერია.

XS
SM
MD
LG