Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა შევარდნაძის პასუხები რადიო თავისუფლების კითხვებზე


„დასმული კითხვებიდან წარმოჩინებული საკითხებისა და მათი წინაპირობების მიმოხილვამდე გვინდა, პირველ რიგში, ორ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას გავუსვათ ხაზი. კერძოდ, დასმული კითხვების შინაარსი და აქცენტი მეტყველებს იმაზე, რომ ჟურნალისტური გამოძიების საგანს არ წარმოადგენს დეზერტირების ყოფილ ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და პრობლემატიკის სრული სურათის შექმნა და/ან რიგ საკითხებთან მიმართებაში, რომელსაც არ მოიცავს მამუკა შევარდნაძისათვის დასმული კითხვები, მაგრამ არსებით შემადგენელს წარმოადგენს, ჟურნალისტური გამოძიება მიზანმიმართულად ცდილობს პოზიცია და შეფასება დააფუძნოს ცალმხრივად, მამუკა შევარდნაძის ინფორმირებულობისა და მისგან პოზიციის მოსმენის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განვითარებული მოვლენების თაობაზე მცდარი ხედვისა და შეცდომაში შემყვანი შეფასებისა თუ პოზიციიის თავიდან ასარიდებლად, უპრიანად მიგვაჩნია ყურადღება გამახვილდეს დეზერტირების ბაზრის მფლობელ პარტნიორებს შორის წარმოშობილ კონფლიქტსა და მათ მიზეზებზე, თუ რამ განაპირობა ის და როგორია კონფლიქტის მხარეთა დამოკიდებულება თუ ხედვა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მრავალწლიანი დავა, ზოგადად, ვინ რა ინტერესით საზრდოობს და რა საშუალებებს იყენებს ამ მხრივ; ამასთან, რას ემსახურება მფოლებელებს შორის დავის გასაჯაროება და რა მიზანი გააჩნია მოლაპარაკების ეფექტურად წარმოების ნაცვლად საჯაროდ და საზოგადოების თვალწინ დაადანაშაულონ მხარეებმა ერთმანეთი.

25-წლიანი პარტნიორობა ითვლის თითქმის იგივე ხანგრძლივობის მქონე უთანხმოებას, რომელიც ბოლო წლებში გადაიზარდა სასამართლო დავებში, სადაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვიმყოფებით, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს უზენაეს სასამართლოში იმედის მომცემი მორიგება გაფორმდა მხარეებს შორის.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ კითხვა, რომელიც ეხება წესდების ხელმოწერასა თუ პარტნიორობასთან დაკავშირებულ სხვა სახის პრეტენზიას მამუკა შევარდნაძის მიმართ, უადგილობასა და არა აქტუალურობასთან ერთად, ამოწურულია და მხარეებმა ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრეს მასზე მსჯელობა უზენაეს სასამართლოში 2018 წელს მორიგების გაფორმებითა და სასამართლოს მიერ ამ მორიგების შეთანხმების დამტკიცებით.

რაც შეეხება უთანხმოების საგანს, თუ რამ განაპირობა პარტნიორებს შორის კონფლიქტი, მდგომარეობდა მწითურიძეების ოჯახის მიერ დეზერტირების ბაზარში მამუკა შევარდნაძის პარტნიორობის სრულ იგნორირებასა და მათი მხრიდან ბაზრის მართვის კანონიერებასთან დაკავშირებით გაჩენილ დასაბუთებულ ეჭვში (გადასახადების გადახდაზე, სანიტარიული წესების დაცვასა და სხვა მრავალი მიმართულებით, რაც გახდა კიდეც სასამართლოს მსჯელობის საგანი). უნდა ითქვას, რომ 2018 წლამდე, კომპანიისა და შესაბამისად დეზერტირების ბაზრის გაყოფამდე მწითურიძეების ოჯახს არც დივიდენდის განაწილებით და არც სხვაგვარად მამუკა შევარდნაძისათვის არ მიუცია ბაზრიდან მიღებული შემოსავლის რაიმე ნაწილი, საუბარი აღარაა იმაზე, რომ წილის სახით მამუკა შევარდნაძეს ერგებოდა 25 %.

2018 წლის სასამართლო მორიგებით მხარეებმა შემოსავლის თვალსაზრისით გაყვეს დეზერტირების ბაზარი, რაც გულისხმობდა ორივე მხარის - მწითურიძეების ოჯახისა და მამუკა შევარდნაძის - კომპანიის მიერ ბაზრის უშუალო, ერთობლივ, თუმცა განცალკევებულად მართვასა და შემოსავლების განაწილებას წილობრივი პროპორციით. შემდგომი დავაც სწორედ მორიგებით დამტკიცებული ამ პირობის ამოქმედებას მოჰყვა. მწითურიძეების ოჯახი ყოველმხრივ და ყველა საშუალებით, მიზანმიმართულად ეწინააღმდეგებოდა მორიგებით მის მიერვე შეთანხმებული პირობის შესრულებას, რასაც მოწმობს მათი არაერთი შეტყობინება და პოლიციის გამოძახება, რომლითაც პირდაპირ ისახავდნენ მიზნად ხელი შეეშალათ მამუკა შევარდნაძის კომპანიისათვის, თავისთავად მისი თანამშრომლებისათვის საკუთრებით სარგებლობასთან დაკავშირებული კანონიერი ქმედებებისათვის.

პროვოკაციული ქმედებების ფონზე, ჩვენი მხარე ცდილობდა მოლაპარაკების ფორმატში დაბრუნებას, თუნდაც ალტერნატიულ, სხვა პირობაზე შეთანხმებით, რისთვისაც დღესაც მზადაა.

საუბარია იმაზე, რომ ბაზარზე არ შემდგარი თანაარსებობა / თანაოპერირება კომპენსირებულიყო:

1. რომელიმე მხარის მიერ მეორე მხარის კუთვნილი წილის შეძენით და /ან

2. ბაზრის მმართველი კომპანიის ჩანაცვლებით.

აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ წილის გაყიდვა /შეძენის შეთავაზება სარკისებურ პრინციპს დაეფუძნა, ვინაიდან თავად მწითურიძეების ოჯახი სასამართლო განხილვებისას თანხმობას აცხადებდა განგვეხილა მათი კუთვნილი წილის შეძენა. საუბარია იმაზე, რომ ჩვენი მხარე სთავაზობდა რა მისი კუთვნილი წილის მეორე მხარის მიერ შეძენას, იქვე თანხმობას აცხადებდა, რომ შესაბამისი პროპორციით შეეძინა მეორე მხარის კუთვნილი წილი. უფრო მეტიც, შეთავაზების მიმღებ მხარეს უნდა ჰქონოდა უპირატესობა, წილის გაყიდვის ნაცვლად, შეთავაზებული ფასის პროპორციით შეეძინა ინიციატორი მხარის წილი.

რაც შეეხება მეორე შეთავაზებას ბაზრის მმართველობის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ის მდგომარეობდა მწითურიძეების ოჯახს სამჯერ მეტი თანხა მიეღო იჯარის სახით ამ კომპანიისაგან, იმასთან შედარებით, რასაც ბაზრიდან ოფიციალურ შემოსავლად ადეკლარირებდა თავად.

ორივე ეს შეთავაზება დღესაც ძალაშია და ჩვენი მხარე თანახმაა საჯარო ფორმატში განაგრძოს მოლაპარაკება.

მას შემდეგ, რაც ზემოთ მითითებულ წინადადებასა და შეთავაზებაზე მივიღეთ უარი, გვქონდა ე.წ. ბაზრის რეალურად გამიჯვნის მცდელობა, რაზეც ვერ შევჯერდით, მწითურიძეების ოჯახისგან მიღებული არაადეკვატური წინადადების გამო. ამასთან, მათ არც ჩვენი წინადადება /შეთავაზება არ მოიწონეს, რამაც საბოლოოდ გვიბიძგა აგვემოქმედებინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2018 წელს დამტკიცებული მორიგებით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულება და მიგვემართა აღმასრულებლისათვის შესაბამისი სააღსრულებო ქმედებების განსახორციელებლად, რაც, თავისმხრივ, მწითურიძეების ოჯახმა სასამართლოში გაასაჩივრა.

ჩვენი მხარე ფრიად გაოგნებულია, თუ რა გზითა და საშუალებით მიაღწია მწითურიძეების ოჯახმა პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად აღსრულების შეჩერებას, რაც ბევრ პასუხგაუცემ კითხვას ბადებს მანიპულაციებთან და საეჭვო კავშირებთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ, დღეის მდგომარეობით, პირველმა ინსტანციამ მთლიანობაში შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, მათ შორის იმ სახითა და ფორმით, რასაც თითქოსდა სადავოდ არ ხდის თავად მწითურიძეების ოჯახი.

მოკე ისტორიული რაკურსი მეტყველებს, სწორედ რომ, მამუკა შევარდნაძის მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაზე და მასთან კითხვები რაიმე ტიპის რესურსების გამოყენებასა და რაიმე ტიპის უკანონობაზე არარელევანტური და აბსურდულია.

XS
SM
MD
LG