Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკითხვები, რომლებიც რადიო თავისუფლებამ მამუკა შევარდნაძეს დაუსვა: 


  • რადიო თავისუფლებასთან სერგო მწითურიძე ამბობს, რომ პრივატიზაციაში არანაირი მონაწილეობა არ მიგიღიათ და „იბერიის“ წილი თქვენი სიმამრის თანამდებობრივი გავლენის შედეგად მიიღეთ. ამბობს, რომ პრივატიზაციის დოკუმენტაციაზე თქვენი ხელმოწერაც გაყალბებულია. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?
  • 1995 წლიდან დღემდე რაიმე სახის ინვესტიცია, შენატანი განახორციელეთ თუ არა შპს „იბერიაში“?
  • უზენაეს სასამართლოში პროცესის მორიგებით დასრულების შემდეგ, მწითურიძეების თქმით, თქვენ უარი თქვით ქონების საბოლოოდ გამიჯვნაზე და ითხოვდით თავიდან 1,5-ს, შემდეგ კი 1 მლნ დოლარს. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?
  • მწითურიძეებმა წარმოგვიდგინეს სამხარაულის ექსპერტიზის ორი დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ „იბერიის“ ქონების გაყოფა შესაძლებელია უზენაესის განჩინების შესაბამისად, ორივე მხარის ინტერესების დაცვით, და დასკვნებში გაყოფის რამდენიმე ვერსიაც არის აღწერილი. მწითურიძეები ამბობენ, რომ თქვენ არც ერთ ვერსიაზე არ დათანხმდით. თუ ეს ასეა, რატომ?
  • რა კავშირი გაქვთ გიორგი კაპანაძესთან (იმავე „რიჟასთან“)? მწითურიძეებმა გვითხრეს, რომ კაპანაძე გიმაგრებთ ზურგს მათთან დაპირისპირებაში.
  • რა კავშირი აქვთ თქვენთან და თქვენს შპს „იბერია 2“-თან ქვემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებს: ლევან ჯაჭვლიანი, ლევან კობეშავიძე, ანრი ხარაძე, აკაკი ბართაია, მინდია მაზმიშვილი, კახაბერ დაუშვილი.
  • მოწოდებული ინფორმაციით, თქვენ და თქვენმა თანმხლებმა პირებმა „იბერიის“ ბაზრის შესასვლელთან მოანგრიეთ ბოძები და მერიის კუთვნილ ტერიტორიაზე მოაწყვეთ ფასიანი სადგომი, საიდანაც შემოსავალს თქვენთან დაკავშირებული პირები იღებენ. ადასტურებთ თუ არა ამას?
  • მწითურიძეები ამბობენ, რომ თქვენ და თქვენთან ერთად მყოფი პირები ახდენდით ზეწოლას მათზე და ბაზრის მოვაჭრეებზე. ადასტურებთ თუ არა?
  • რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თქვენთან დაკავშირებულმა პირებმა მოახდინეს ბაზრის მეზობლად მდებარე ფართის მოიჯარე გმირდა გაგოშიძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ამას ადასტურებთ თუ არა?
XS
SM
MD
LG