Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ბოკუჩავა საზოგადოებრივ მაუწყებელზე: მისი გაუქმების საკითხზე ოპოზიცია ხელისუფლების შემდეგ იმსჯელებს


"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ დღევანდელი ოპოზიცია, ხელისუფლების დამარცხების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების საკითხზე იმსჯელებს. ასე გამოეხმაურა ბოკუჩავა პოლიტიკური პარტნიორის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას, რომელმაც მსგავსი მოსაზრება გააჟღერა.

"აზრთა სხვადასხვაობა არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც იცით, რომ ადამიანების გადასახადების თანხებიდან ფინანსდება. სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი რეიტინგი მუდმივად ეცემა. ჩემი აზრით, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ამ ტელევიზიას არ გააჩნია სარედაქციო დამოუკიდებლობა... ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება, რომ ეს არხი გახდეს დამოუკიდებელი", - განაცხადა ბოკუჩავამ.

სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთების მიუხედავად, მის მიმართ კრიტიკა ხელისუფლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაზე არაერთხელ გაჟღერებულა. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც.

XS
SM
MD
LG