Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ აზერბაიჯანს გადასცა საზღვართან დაკავშირებული ახალი მასალები


დავით გარეჯის სამონასტროკომპლექსის ტერიტორია
დავით გარეჯის სამონასტროკომპლექსის ტერიტორია

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც თბილისში, დღევანდელ შეხვედრაზე ილაპარაკეს საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა თქვა, რომ მოძიებულია ახალი კარტოგრაფიული მასალები, დოკუმენტები და ექსპერტული დასკვნები, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა.

ზალკალიანის განცხადებით, ახალმა გარემოებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს 2006-2007 წლების შეთანხმების გადახედვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება. როგორც ზალკალიანმა თქვა, ორივე მხარეს საკითხისადმი კონსტრუქციული მიდგომა აქვს.

საქართველოს და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთანაა.

დავით გარეჯთან ვითარება არაერთხელ დაიძაბა 2019 წლის აპრილის შემდეგ, როცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე. ქართველმა სასულიერო და სამოქალაქო პირებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

2019 წლის მაისიდან განახლდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო.

XS
SM
MD
LG