Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში რესტორნები სამუშაო დღის ხანგრძლივობას ამცირებენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი დროებით ჩერდება


კორონავირუსის პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით აჭარაში ხვალიდან, 25 სექტემბრიდან რესტორნები დროებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებამდე, 22 საათიდან დილამდე არ იმუშავებენ.

ამავდროულად 25 სექტემბრიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება.

ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებას საკოორდინაციო საბჭოს 24 სექტემბრის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, შეზღუდვები გაგრძელდება მანამ, სანამ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ამის საჭიროება იქნება.

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 164 აჭარიდანაა. ქვეყანაში ამ ეტაპზე 18 კრიტიკული მდგომარეობის პაციენტია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 259 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 399-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 62 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1 705. კორონავირუსით საქართველოში 25 პირია გარდაცვლილი.

XS
SM
MD
LG