Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხულთა უმრავლესობა ტვ „იმედს“ ყველაზე მეტად ენდობა


აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% ახალი ამბებისა და პოლიტიკური ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროდ ტელეკომპანია „იმედს“ ასახელებს.

სხვა არხებს შორის, გამოკითხულთა 16%-ის ნდობით სარგებლობს „მთავარი არხი“, 11% კი „რუსთავი 2-ს“ ენდობა. ასევე:

  • „ტვ პირველი“ - 5%
  • „პალიტრა ნიუს“ - 1%
  • „აჭარის ტელევიზია“ - 1%
  • „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ - 1%
  • „ფორმულა“ - 1%
  • „ობიექტივი“ - 1%
  • „ერთსულოვნება“ - 1%
  • „პოსტვ“ - 1%
  • „სხვა“ - 1%
  • არც ერთი - 19%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 1%

მეთოდოლოგია

გამოკითხვისთვის საველე სამუშაოები 2020 წლის 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს პერიოდში IPM-მა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

გამოკითხვა კოორდინირებული იყო დოქტორი რასა ალისაუსკიენეს მიერ, საჯარო და მარკეტინგული (საბაზრო) კვლევების კომპანია „Baltic Surveys/The Gallup Organization“-ის მიერ IRI-ის ცენტრის „Center for Insights in Survey Research“ პირისპირ ინტერვიუების გზით, რესპონდენტების სახლებში. გამოკვლევა დააფინანსა USAID-მა.

გამოკითხვაში მონაწილეობდა საარჩევნო ხმის უფლების მქონე 18 ან უფროსი ასაკის საქართველოს 1500 მუდმივი მცხოვრები. შერჩევა არის რეპრეზენტაციული ზოგადი მოსახლეობის ასაკის, გენდერის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. პასუხის კოეფიციენტი იყო 75 პროცენტი.

XS
SM
MD
LG