დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა. ეს 17-ით ნაკლებია წინა დღის მაჩვენებელზე.
სექტემბერში ახალი შემთხვევების დინამიკა ასეთია:
- 1 სექტემბერი - 23;
- 2 სექტემბერი - 38;
- 3 სექტემბერი - 20;
- 4 სექტემბერი - 28;
- 5 სექტემბერი - 25;
- 6 სექტემბერი - 29;
- 7 სექტემბერი - 34;
- 8 სექტემბერი - 45;
- 9 სექტემბერი - 44;
- 10 სექტემბერი - 57;
- 11 სექტემბერი - 87;
- 12 სექტემბერი - 158;
- 13 სექტემბერი - 152;
- 14 სექტემბერი - 165;
- 15 სექტემბერი - 170;
- 16 სექტემბერი - 196;
- 17 სექტემბერი - 179.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2937-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1422.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.
17 სექტემბრის დილის მონაცემებით:
- კარანტინის რეჟიმშია 6633;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.