Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: ქორწილი უნდა იყოს საბედნიერო დღე და არა - კლასტერის წარმოქმნის


საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ ბიზნესკომპანიებმა უნდა დაიცვან ის წესები, რომლებიც მთავრობის რეკომენდაციითაა გათვალისწინებული. მისი თქმით, რეგულაციების შესრულების დროს ხელისუფლება იქნება შეუვალი.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კვლავ შეზღუდვები იქნება სარიტუალო ღონისძიებების ჩატარებაზე:

"ქორწილი უნდა იყოს წყვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საბედნიერო დღე და არა - რომელიმე კლასტერის წარმოქმნის ღონისძიება".

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალულია ქორწილისა და ქელეხის გადახდა. ღონისძიების ორგანიზატორი 2 000 ლარით ჯარიმდება, ხოლო კომპანია, რომელიც მსგავსი რიტუალისთვის ადგილს გამოყოფს - 10 000 ლარით.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 2 392 პირს დაუდასტურდა. მათგან 1 369 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე დღეა, დღიურად ვირუსი 100-ზე მეტ პირს უდასტურდება. ბოლო პერიოდში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთ ქორწილსაც დაუკავშირდა, სადაც რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა.

XS
SM
MD
LG