საქართველოს სარაგბო ნაკრები ნოემბერ-დეკემბერში გასამართ „რვა ერის“ თასზე ითამაშებს. ინფორმაცია, რომლის შესახებაც ბრიტანეთის სპორტულმა გამოცემებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს, ცოტა ხნის წინ საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა.
„სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს, ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020"-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორებიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვები” - წერია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.