Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 5 - დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.


კორონავირუსის ახალი 29 შემთხვევიდან 2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 1 - რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერი, ხოლო 1 პაციენტი ოკუპირებული ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 - ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.

XS
SM
MD
LG