შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, ბათუმში 4 ღამი კლუბი დაიხურა. დახურულ კლუბებს შორის მოხვდა "კონტე", "სექტორი", "სოჰო" და UP2U.
"რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები". - აცხადებენ შრომის ინსპექციაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ 4-ვე კომპანია 10-10 ათასი ლარით დაჯარიმდა. ამ ტიპის სანქცია კომპანიას, საქართველოს კანონმდებლობით, პანდემიის დროს დაწესებული უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ეკისრება.