Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხის სოფლებს მავნებელი ჭია შეესია


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ნინიგორის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფლებში ხიზაში, გურგენიანსა და ნინიგორში საკარმოდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს მავნებელი ჭია, სავარაუდოდ ალურა შეესია, რომელმაც ერთწლიანი კულტურების ნაწილი უკვე გაანადგურა.

ნინიგორში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მავნებელი საძოვრებსაც ანადგურებს, რის გამოც შესაძლოა საქონელი საკვების გარეშე დარჩეს. მათივე თქმით, მავნებელი ჭია საღამოს საათებში მათ საცხოვრებელ სახლებშიც შედის.

მოსახლეობის თქმით, ჭია იმდენად მომრავლდა, რომ დამოუკიდებლად მავნებელთან ბრძოლას ვეღარ ახერხებენ.

ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვენ შუამდგომლობას სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რადგან ტერიტორიების ქიმიური პრეპარატებით დამუშავება მოხდეს.

ნინიგორის თემში მერის წარმომადგენელი თორნიკე ციცვიძე, ამბობს რომ პრობლემა მასშტაბურია, საქმის კურსშია სურსათის ეროვნული სააგენტო და იგეგმება სავარგულების შეწამლვა.

XS
SM
MD
LG