Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა „კოლაბორაციონისტები“ უწოდა მათ, ვინც „ისტორიის გადაწერითაა“ დაკავებული


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, “თანამედროვე კოლაბორაციონისტები“ უწოდა იმ ხალხს, რომლებიც, პუტინის სიტყვებით, “ეთანხმებიან ისტორიის გადაწერის ინიციატორებს“.

ეს აზრი პუტინმა 1 სექტემბერს გამოთქვა, სრულიად რუსეთის მასშტაბით მიმდინარე ღია გაკვეთილზე სახელწოდებით „რომ გახსოვდეს - უნდა იცოდე“, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს ეძღვნებოდა.

პუტინის თქმით ამ ომში გამარჯვება დღემდე აქტუალურია, ვინაიდან სამყაროში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც „ცივ ომში“ გამარჯვებულად თვლიან თავს და სურთ, რომ შეცვალონ მეორე მსოფლო ომის დროს აღმოცენებული წესრიგი. ამ მიზნის მისაღწევად ამ ხალხს სურს „ცოტათი გადააკეთონ, გადაწერონ ის, რაც ისტორიაში სინამდვილეში მოხდა. და ვინც ამ ხალხს ამაში ეხმარება, კოლაბორაციონისტებად უნდა ჩაითვალოსო“, - განაცხადა პუტინმა.

მანამდე, პუტინმა ისტორიის გადაწერის მცდელობა უწოდა გასულ წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებას, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ნაცისტურ გერმანიას, ისე საბჭოთა კავშირს, როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის აქტის ხელმომწერ ქვეყნებს.

2020 წლის დასაწყისში პუტინი პოლონეთის ხელისუფლებასთან ჩაება დაუსწრებელ პოლემიკაში პოლონეთზე თვადსახმაში საბჭოთა კავშირის როლის თაობაზე., ზაფხულში კი ამერიკულ გამოცემა National Interest-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც პოლონეთს უწოდა მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე.

პუტინის მტკიცებამ გამოიწვია მკვეთრი რეაქცია პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG