Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვისგან გენპროკურორის გადაყენებას მოითხოვენ


თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის 22 წევრი მიმართავს ანატოლი ბიბილოვს, თანამდებობიდან გადააყენოს გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი.

„კანონმდებლობის აღსრულებაზე არასათანადო ზედამხედველობის გამო, რამაც გამოიწვია მოქალაქე ინალ ჯაბიევის სიკვდილი, მოვითხოვთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის გადადგომას“, - ნაქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს 22 დეპუტატი.

29 აგვისტოს გამართულ საგანგებო სესიაზე მხოლოდ ეს ერთადერთი საკითხი განიხილებოდა.

28 წლის ინალ ჯაბიევი, რომელიც ოკუპირებული რეგიონის მილიციამ დააკავა შს მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით, სავარაუდოდ, წამების შედეგად გარდაიცვალა.

28 აგვისტოს ცხინვალში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, მთავრობა დაეთხოვა.

XS
SM
MD
LG