გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 8 შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1455-მდე გაიზარდა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 28 აგვისტოს დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 6 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1196.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.
28 აგვისტოს დილის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმშია 5943 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.
27 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 295 შემთხვევა, მათგან 4 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89.