Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ინაშვილი: ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში


ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია
ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.

„ჩვენ, მე და გიორგი ლომია, ჩვენი [საპარლამენტო] ფრაქციის თავმჯდომარე, ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში. დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში“, - განაცხადა ინაშვილმა 24 აგვისტოს პრესკონფერენციაზე.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ვიზიტზე აფხაზეთში ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა 20 აგვისტოს.

21 აგვისტოს, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე ლაშა საკანიასთან. „არუაამ“ საკანიასა და შესაბამისი სტრუქტურებისგან მოითხოვა ახსნა-განმარტება და დე ფაქტო პარლამენტს საკომიტეტო მოსმენისკენაც მოუწოდა.

ლაშა საკანიამ 24 აგვისტოს განაცხადა, რომ არანაირი საიდუმლო მოლაპარაკება არ ჰქონია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან და აფხაზეთში მათი ჩასვლა იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია, „რომელიც მთხოვეს ჩემმა მეგობრებმა რუსეთიდან რაიმე პოლიტიკური ასპექტების და შედეგების გარეშე. ხატის გადაცემის შემდეგ ხალხმა ილოცა. ამით მათი ვიზიტი დასრულდა“.

XS
SM
MD
LG