25 აგვისტო გლოვის დღედ ცხადდება შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. გლოვის ნიშნად ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.
23 აგვისტოს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა. სამის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.