Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე მინდა


მეც ვოცნებობ ბევრ რამეზე.

და მჯერა, რომ ეს ოცნებები ერთ დღეს ამისრულდება.

ყველაზე ხშირად ვოცნებობ ოპერაციების გაკეთებაზე. სქესის შეცვლა და მკერდის ოპერაცია ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში ეს ძვირი სიამოვნებაა.

ვოცნებობ შევურიგდე დედას.

მყავდეს ოჯახი, რომელსაც ვეყვარები.

მინდა სრულფასოვანი ქალი ვიყო.

მინდა მყავდეს შვილები და მათ მივცე ის, რაც მე ვერ მივიღე.

როცა შვილებზე ვფიქრობ, წარმომიდგენია, რომ ერთი ქართველი და ერთი აფროამერიკელი შვილი მყავს.

მინდა წონაში დავიკლო.

ვოცნებობ მარტოხელა დედებს დავეხმარო. ვიცი, რომ ასეთ ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.

მე მინდა ყველაფერს მივაღწიო ჩემს ქვეყანაში. არ მინდა საქართველოდან წასვლა მომიხდეს.

აქ მინდა შევქმნა, შევცვალო, მივაღწიო.

მინდა თავისუფლად სიარული თბილისში და საქართველოს სხვა კუთხეებშიც.

მინდა ისეთი სამსახური, სადაც ადამიანის უფლებებს დავიცავ.

მინდა ფსიქოლოგია ვისწავლო.

ვიოლინოზე დაკვრაც მინდა ვიცოდე.

ჩემი ოცნებაა წავიდე ნეპალში.

XS
SM
MD
LG