Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტო: 7-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გაიხსნა


7-თვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია გაიხსნა.

თბილისის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 2 000 კვ.მ. ფართობზე ძველი ფილები ბუნებრივი ქვის ფილებით ჩანაცვლდა; ფილებს შორის დამონტაჟდა დეკორატიული სანათი.

ოფიციალური ინფორმაციით, რესტავრაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს; ასევე, შენარჩუნდა ის ფილები, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა;
ოფიციალური ინფორმაციით, რესტავრაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს; ასევე, შენარჩუნდა ის ფილები, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა;

დამონტაჟდა დეკორატიული განათება და განთავსდა სკამები;
დამონტაჟდა დეკორატიული განათება და განთავსდა სკამები;
ოფიციალური ინფორმაციით, დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, კვიდო...
ოფიციალური ინფორმაციით, დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, კვიდო...

განახლდა შადრევანი; გამოიცვალა აუზის განათება; განახლდა ელექტროსისტემა და შადრევნის წინა ფასადი; აუზის იატაკზე მოეწყო მოზაიკა.
განახლდა შადრევანი; გამოიცვალა აუზის განათება; განახლდა ელექტროსისტემა და შადრევნის წინა ფასადი; აუზის იატაკზე მოეწყო მოზაიკა.

ასევე, შეიცვალა წყალგაყვანილობა; მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა; მოეწყო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა; პერიმეტრი კაბელარხებით დაიქსელა; თარგებში მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა; მოხდა თბოქსელის დემონტაჟი, რომელიც ათეული წლებია აღარ ფუნქციონირებდა.

პრალამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის 22 იანვრს დაიწყო და თავდაპირველი გეგმით, ორ თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისა და საპროტესტო აქციებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი 7 თვის განმავლობაში იყო შემოღობილი.

რეაბილიტაციის ადგილის საბოლოო იერსახის შესახებ საზოგადოებამ სიურპრიზად, ივლისის ბოლოს გაიგო თბილისის მერის, კახა კალაძის ფეისბუკ ლაივიდან.

XS
SM
MD
LG