Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეოს თქმით, აშშ იბრძოლებს ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს გაგრძელებისთვის


მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ბელარუსში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას თქვა, რომ „ჩვენ გვინდა კარგი შედეგი ბელარუსიელი ხალხისთვის და ჩვენ ამის შესაბამისად მივიღებთ ზომებს.“

პომპეომ, რომელმაც მანამდე დაგმო ის, თუ როგორ ჩატარდა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ზედიზედ მეექვსე ვადით მოიპოვა გამარჯვება, განაცხადა: „ჩვენ ვნახეთ ძალადობა და მისი შედეგები, როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს ექცეოდნენ ისე, როგორც ეს შეუსაბამოა იმასთან, თუ როგორ უნდა ექცეოდნენ მათ.“

პომპეოს თქმით, აშშ-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება შესაფერისი პასუხის თაობაზე, მაგრამ ვაშინგტონის ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით განსაზღვრავს, რა ნაბიჯები გადადგას.

პომპეო: აშშ იფიქრებს, შეუჩეროს თუ არა ბელარუსს ნავთობის მიწოდება
please wait

No media source currently available

0:00 0:01:42 0:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პრაღაში იმყოფებოდა ხუთდღიანი ევროპული ტურნეს პირველ ორ დღეს. გარდა ამისა ის ესტუმრება სლოვენიას, ავსტრიასა და პოლონეთს. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გარდა ის შეეხო ბრალდებებს, რომ რუსეთი თალიბებს ფულად ჯილდოს სთავაზობდა ამერიკელი სამხედროების მოკვლისთვის; მოლოდინებს, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს გაგრძელებას შეეცდება; ასევე იმას, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს უცხოეთში ვაშინგტონის იმიჯზე აშშ-ში საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ.

სახელმწიფო მდივანმა უარი თქვა რუსეთსა და თალიბებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბარზე და განაცხადა:

„ჩვენ ადრეც გვითქვამს: თუკი რუსები ფულად ჯილდოს აწესებენ ამერიკელების, ან სხვა დასავლელების მოსაკლავად, საამისოდ უზარმაზარი საფასურის გადახდა მოუწევთ.“

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს აშშ, თუკი ირანისთვის სანქციების გაგრძელების საკითხში ევროპელი მოკავშირეების მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდება, სახელმწიფო მდივანმა თქვა, ევროპელებისთვის „აზრი არა აქვს მხარი დაუჭიროს იმას, რომ ირანს იარაღი ჰქონდეს.“

შეიარაღების ემბარგოს საკითხში რუსეთისა და ჩინეთის ვეტოს შემთხვევაში, პომპეოს თქმით, აშშ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად მაინც შეძლებს გაეროს უშიშროების საბჭოში ამ საკითხის თავის სასარგებლოდ გადაჭრას.

პომპეომ ისაუბრა რუსეთში პრესის თავისუფლებაზე და უცხოური მედიასაშუალებების შევიწროებაზე.

მისი თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს მოსკოვზე ზეწოლას და იმედი გამოთქვა, რომ სხვა ქვეყნებიც აუბამენ მას მხარს.

პომპეომ „შეურაცხმყოფელი“ უწოდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ იმოქმედებს ვაშინგტონის იმიჯზე, განსაკუთრებით ავტორიტარულ ქვეყნებში, ის ძალადობა, რომელსაც მიმართავენ აშშ-ის სამართალდამცავები სამოქალაქო პირებისა და ჟურნალისტების მიმართ, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG