გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1168-მდე გაიზარდა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 31 ივლისს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 5 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 940.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.
31 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6498 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 327.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. მათგან 38 ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროა.
დაწერეთ კომენტარი