Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტში ბევრი დადებითი კომენტარია საქართველოს მიღწევებთან დაკავშირებით


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აშშ-ის სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმას, რომ კანონპროექტში გათვალისწინებული არ არის სენატორი რიშის შესწორებები, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რიშის და საქართველოს სხვა გულშემატკივარი სენატორებისა და კონგრესმენების გზავნილებისთვის ყურადღების მიქცევა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის სრულად წაკითხვა. იქ ძალიან ბევრი დადებითი კომენტარია საქართველოს მიღწევებთან დაკავშირებით, და რისი ნახვა სურს შეერთებულ შტატებს საქართველოს მხრიდან მისი დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია და ყოველთვის, როდესაც თქვენ იღებთ გზავნილს სენატორი რიშისგან ან სენატორი შაჰინისგან, კონგრესის წარმომადგენლებისგან, ვინც სიღრმისეულად ზრუნავს საქართველოს წარმატებაზე, მნიშვნელოვანია, მას სერიოზულად მოვეკიდოთ, ვინაიდან ეს არის ხალხი, ვინც იცნობს საქართველოს და ზრუნავს საქართველოს წარმატებაზე“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა 2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს.

ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების ინიციატორი სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში იყო, ინიციატივის მიზანი კი - საქართველოსთვის შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის დემოკრატიულ მდგომარეობასთან დაკავშირება.

სენატის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარის მიერ მომზადებულ ცვლილებათა საკანონმდებლო პროექტში, საუბარი იყო საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, გასული წლის საპროტესტო გამოსვლებსა და 8 მარტის შეთანხმებაზე.

XS
SM
MD
LG