Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფექციურ საავადმყოფოს შენობის ასაშენებლად ან შესაძენად 40 მლნ ლარი გამოეყოფა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, რომელის შენობაც რთულ მდგომარეობაშია, 40 მლნ ლარი გამოეყოფა ახალი შენობის შესაძენად ან ასაშენებლად. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"მე ჩემი თვალით ვნახე, როცა იქ ვიმყოფებოდი... ჩვენ ვცდილობდით გამოსავალი გვეპოვა. მოგეხსენებათ, დღეს ეს განსაკუთრებით აქტუალურია ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით... რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების რისკების გათვალისწინებით აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე გამართული ინფექციური კლინიკა", - თქვა გახარიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო საქართველოში კოვიდინფექციასთან ბრძოლაში ჩართული ერთ-ერთი მთავარი კლინიკაა. ის ამ დრომდე იღებს პაციენტებს. შენობაში, სადაც ახლა ინფექციური კლინიკაა განთავსებული, ძლიერი წვიმის დროს წყალი ჩადის.

XS
SM
MD
LG