საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც 18 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარებული იყო, სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაცია მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია.
ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში ნახეს. მის სამძებრო ღონისძიებებში 22 ივლისს ვერტმფრენები და მყვინთავები ჩაერთვნენ. 21 ივლისის ღამეს კი ოჯახის წევრებმა უფრო ეფექტური ძებნის მოთხოვნით აქცია გამართეს.
თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების საქმეზე ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.