Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრმა სახლმა შეცვალა უცხოელი სტუდენტების ქვეყანაში დარჩენის აკრძალვის გადაწყვეტილება


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა იმ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ათობით ათას უცხოელ სტუდენტს ქვეყნის დატოვება მოუხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ეპიდემიის გამო მათ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში სწავლა მთლიანად ონლაინ რეჟიმზე გადავიდოდა.

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ აღნიშნული გეგმაზე უარის თქმა განპირობებულია უმაღლესი სასწავლებლების მიერ თეთრი სახლის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელების სიმრავლის გამო.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც 6 ივლისს ცნობილი გახდა თეთრი სახლის გეგმა უცხოელი სტუდენტების ნაწილისთვის ვიზის ჩამორთმევის შესახებ, უნივერსიტეტებმა სასამართლოს თეთრი სახლის წინააღმდეგ სარჩელებით მიმართეს. მათ შორის იყო ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სარჩელი.

საიმიგრაცო და საბაჟო კონტროლის სამსახურმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ სტუდენტური ვიზის მქონე პირებს მოუწევდათ აშშ-ის დატოვება ან სასწავლებლის შეცვლა, თუ მათი სასწავლო პროცესი მთლიანად დისტანციურად იმართება. უნივერსიტეტები ამტკიცებენ, რომ თეთრი სახლის გეგმა უკანონოა და იგი უარყოფითად აისახება აკადემიურ პროცესზე.

სამშაბათს, 14 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, საოლქო მოსამართლემ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ და ორმა ელიტურმა უნივერსიტეტმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც აუქმებს ახალ წესებს და აღადგენს არსებულ სტატუს-კვოს.

XS
SM
MD
LG