Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვარი ისევ ცალმხრივად გაიხსნა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 13 ივლისს ისევ ცალმხრივად გახსნა მარტში, კორონავირუსის პანდემიის საბაბით ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი.

აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნებას 17 ივლისის ჩათვლით შეძლებენ. პირიქით გადაადგილება ისევ აკრძალულია.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი რამდენიმე დღით, ცალმხრივად ორჯერ გახსნა - 26 მაისს და 22 ივნისს. საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა რამდენიმე ათეულ მოქალაქეს, რომლებიც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა საჭიროების გამო, მათ შორის, სამკურნალოდ იმყოფებოდნენ.

ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნებულებს ორკვირიან თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ. აფხაზეთში დაბრუნებამდე მათ პირველადი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში გახსნილ საველე ჰოსპიტალში.

XS
SM
MD
LG