ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში ადასტურებს ცხელი ხაზის დატვირთულ გამოყენებას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებასა და შესაძლო დაჭრასთან დაკავშირებით.
"მისია ხელს უწყობდა შესაბამისი ინფორმაციის მიმოცვლას მთელი დღის განმავლობაში. EUMM ყურადღებით განაგრძობს დაკვირვებას სავარაუდო სროლისა და შემდგომ დაკავების ინციდენტზე", - წერია განცხადებაში.
ამასთან, მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი ხაზს უსვამს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დაუყოვნებლივ განახლების მნიშვნელობას.
11 ივლისს, 33 წლის ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. საქართველოს მოქალაქე ფეხშია დაჭრილი. მას პირველი სამედიცინო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ცხინვალში გადაიყვანეს.