Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი კალათბურთელ თორნიკე შენგელიას რუსეთის კლუბში გადასვლის გამო აკრიტიკებს


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილ კაპიტანს, თორნიკე შენგელიას რუსეთის ნაკრებში გადასვლის გამო აკრიტიკებს. პრეზიდენტმა განცხადება ფეისბუკით გაავრცელა.

"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

დღეს, 9 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ შენგელია საკლუბო კარიერას მოსკოვის "ცსკა"-ში გააგრძელებს. ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, რუსეთის დედაქალაქის არმიის კლუბმა ოფიციალურად დღეს დაადასტურა.

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ჩარიცხვით და მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ ბრწყინვალე მოთამაშეების გვერდით და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, "ცსკა"-სთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე", - განაცხადა 28 წლის ქართველმა კალათბურთელმა.

XS
SM
MD
LG