Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარსელონის ტაძარი, "საგრადა ფამილია", გაიხსნა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის


ბარსელონის ცნობილი ტაძარი, "საგრადა ფამილია" , კორონავირუსის პანდემიის გამო ოთხი თვის განმავლობაში დახურულ მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიხსნა.

არქიტექტორ ანტონიო გაუდის მიერ დაგეგმარებულ ტაძარში, რომლის მშენებლობა დაუსრულებელია და რომელიც ტურისტებისთვის მარტში დახურეს, 4 ივლისს პირველი მნახველების რანგში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები და მათი ოჯახების წევრები მიიწვიეს. 5 და 11-12 ივლისს ტაძარს კიდევ უფრო მეტი მნახველი ესტუმრება, პროცესში, რომელსაც ეკლესია უწოდებს "პატივის მიგებას" ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ექიმებისთვის, მედდებისთვის და სამედიცინო სფეროს სხვა მუშაკებისთვის. ამის შემდეგ დადგება ტაძრის გახსნის მეორე ფაზა, როცა მას ბარსელონის მცხოვრებნი ესტუმრებიან.

ტაძარი, რომელიც ესპანეთში ჩასული ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია, აცხადებს, რომ კვლავაც ელოდება დროს, როცა იტყვის თუ როდის მიიღებს ქალაქის გარეთ მცხოვრებ მნახველებს. 2019 წელს "საგრადა ფამილიას" 4,5 მილიონმა მნახველი ესტუმრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG