ოპოზიცია თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში დასასახელებელ კანდიდატებზე შეთანხმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ერთ-ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა შალვა ნათელშვილმა განუცხადა.
ოპოზიცია შემდეგ კანდიდატებს დააყენებს:
- ნიკა მელია - "ნაციონალური მოძრაობა" - გლდანი;
- ლევან ხაბეიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" - სამგორი;
- შალვა ნათელაშვილი - "ლეიბორისტული პარტია" - ნაძალადევი;
- გიორგი ვაშაძე - "ახალი საქართველო" - ისანი;
- შალვა შავგულიძე - "თავისუფალი დემოკრატები" - მთაწმინდა-კრწანისი;
- ელენე ხოშტარია - "ევროპული საქართველო" - ვაკე.
ოპოზიცია დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს ოლქებში საერთო კანდიდატებზე ჯერ არ შეთანხმებულა. მათ ამ ოლქების გარდა კიდევ 22 ოლქში უნდა დააყენონ საერთო ან საკუთარი კანდიდატები.