Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მაჭუტაძის პარტიის თავმჯდომარე ნატო ჩხეიძე გახდა


პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე გახდა. ბრიფინგზე ჩხეიძე პარტიის ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ წარადგინა.

"ძალიან ფართო და სიღრმისეული მოლაპარაკებების შედეგად წარმოგიდგენთ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" განახლებულ შემადგენლობას. ჩვენ გვყავს ახალი პოლიტიკური საბჭო საქართველოს საუკეთესო მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული და ამ საბჭომ თავის თავმჯდომარედ აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს საუკეთესო მოქალაქე, ნატო ჩხეიძე. ჩვენი პარტია, ქალბატონი ნატოს მეოხებით, გავხდით საპარლამენტო პარტია", - თქვა მაჭუტაძემ.

მაჭუტაძე ამბობს, რომ ჩხეიძემ და მისმა ქმარმა, ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლებასთან ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანეს.

"პოლიტიკოსისთვის აუცილებელია გუნდურობა, გუნდის წევრობა, რადგან სწორედ პოლიტიკური გუნდი ქმნის კარგ და სასიკეთო რეალობას ქვეყანაში. მით უფრო აუცილებელია ოპოზიციური გუნდის წევრობა, როცა ხედავ, ცუდი მთავრობა ცუდად მართავს ქვეყანას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ცუდი მთავრობის შეცვლა", - თქვა ნატო ჩხეიძემ.

"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ დააფუძნა. პარტია ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრია. თავად ნატო ჩხეიძე 2016 წელს პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით მოხვდა. ის და მისი ქმარი რამდენიმე მილიონის ქონებას ფლობენ.

XS
SM
MD
LG