საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ილაპარაკა შეიარაღებისთვის გათვალისწინებული თანხის შესახებ.
„არ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ გავაჟღერო და გავამჟღავნო ის დეტალები, რომელიც სპეციალურ შესყიდვებს უკავშირდება, მაგრამ, გეტყვით, რომ 100-დან 120 მილიონამდე ვხარჯავთ წელს შეიარაღებაში. დეტალებზე მოგვიანებით ვაცნობებ საზოგადოებას ამის შესახებ“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროსთვის სულ გამოყოფილია 880 მილიონი ლარი.