დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ მსოფლიო რესურსების სრულად გამოყენების შემთხვევაც კი შესაძლოა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინა ყველა მსურველს არ ეყოს. ასე უპასუხა მან ჯერ არშექმნილი ვაქცინის წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს "დაჩიპვასთან" დაკავშირებით.
"დიდი იმედი მაქვს, რომ ვაქცინები როცა გაჩნდება, ვისაც სურვილი ექნება, რომ აიცრას და ძალიან დიდი სურვილი ექნება, ნეტა, იმას ეყოს. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი", - თქვა იმნაძემ.
კორონავირუსით მსოფლიოში ბოლო რამდენიმე თვეა მილიონობით ადამიანი ინფიცირდება. ვირუსი უკვე 7 მლნ ადამიანზე მეტს დაუდასტურდა.