Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: ამერიკის ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო.

ამის შესახებ მან მენის შტატში გამგზავრებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, დასაქმების მხრივ ქვეყანაში დადებითი ტენდენციები შეინიშნება. ამის თაობაზე მეტყველებს მაისის თვის ანგარიში აშშ-ში დასაქმების შესახებ.

2020 წლის მაისში უმუშევართა რიცხვი შემცირდა 13,3 პროცენტამდე. აპრილში იგივე მაჩვენებელი 14,7 პროცენტს უდრიდა. Dow Jones-მა ადრე იწინასწარმეტყველა, რომ უმუშევრობა მაისში 20 პროცენტს მიუახლოვდებოდა. მაისის თვეში სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდამ 2,5 მილიონი შეადგინა, რაც უდიდესი თვიური ზრდაა 1939 წლის შემდეგ. მათი ნახევარი მოდის ტურიზმის, გასართობ და სასტუმრების პროდუქტებსა და მომსახურეობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG