Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძის თქმით, სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი იმსჯელებენ „პლაქვენილის“ დაბრუნებაზე


პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების საკითხზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებას ვარაუდობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

„სამინისტრო და ჩვენი კლინიკური ჯგუფი ამ საკითხზე იმსჯელებენ და მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველთვის გახლავთ ძალიან მყარი რეკომენდაცია და ალბათ გათვალისწინებული იქნება“, - თქვა გამყრელიძემ „ფეისბუკზე“ მიმდინარე პირდაპირ ეთერში.

პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეაჩერა „სოლიდარობის კვლევების“ დროს ამ მედიკამენტის ტესტირება.

საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილების გამო, სამკურნალოდ „პლაქვენილის“ გამოყენება შეაჩერა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ექიმების განცხადებით, მედიკამენტის გამოყენებას პაციენტებში არანაირი გართულება არ მოჰყოლია.

3 ივნისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „პლაქვენილი“ კვლევაში დააბრუნა. კონკრეტულად COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი ჯერჯერობით არ არსებობს. ამჟამად პაციენტებს მკურნალობენ სხვა ვირუსული და ინფექციური დაავადებებისთვის განკუთვნილი რამდენიმე მედიკამენტით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG